fbpx
საბერძნეთი

კვლავ პირბადის ტარების რეკომენდაცია საბერძნეთში – ახალი წლიდან კორონავირუსის გააქტიურებაა მოსალოდნელი

ტელეკომპანია ΕΡΤ-ის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, საბერძნეთის ექსპერტთა საბჭო მკაცრ რეკომენდაციას გასცემს, საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში პირბადის ტარებასთან დაკავშირებით და შეშფოთებას გამოთქვამს კორონავირუსის გავრცელების გახშირების გამო. მათი თქმით, ამას ემატება ისიც, რომ ვაქცინაციის ტენდენცია საკმაოდ დაბალია და მოწყვლადი ჯგუფებიდან 10-დან მხოლოდ 1 ადამიანია აცრილი.

ჯანდაცვის სამინისტროს ექსპერტთა საბჭო გასცემს მკაცრ რეკომენდაციას, რომ საჯარო ტრანსპორტში, საავადმყოფოებსა და საზოგადოებრივი თავ შეყრის სხვა ადგილებში, განსაკუთრებით, დახურულ სივრცეებში, მოსახლეობამ კვლავ ატაროს პირბადე და მიმართოს თავდაცვის გზებს. აქვე დასძენენ იმას, რომ საავადმყოფოებში შესაძლოა სავალდებულოც კი გახდეს, ანუ აღდგეს ძველი წესი.

ხაზგასმით აღინშნება, რომ პირბადის ტარება სავალდებულო არ არის და არც ჯარიმებს ითვალისწინებს მათი გამოუყენებლობა, არის მხოლოდ რეკომენდაცია, განსაკუთრებით მაღალი რისკის ჯგუფებისთვის.

ექსპერტთა შეფასებით მოსალოდენლია, რომ ახალი წლის შემდეგ კოვიდით ინფიცირების შემთხვევებმა მოიმატოს, რასაც ემატება გრიპის გავრცელებაც.

onalem

ტესტ