fbpx
საბერძნეთი

საგანგებო ზომები: გადაადგილების აკრძალვა ბრუნდება – ნახეთ სად?!

საბერძნეთის მთავრობამ ქვეყნის რამდენიმე რეგიონისთვის საგანგებო ზომები მიიღო. ირკვევა, რომ ბრუნდება გადაადგილებისა და მუსიკის აკრძალვა, ვინაიდან ეპიდემიოლოგიური ტვირთი განსაკუთრებით გაიზარდა.

კერძოდ, საგანგებო ზომები გამოცხადდა ახაიაში, ილიასა და იკარიის ტერიტორიებზე, ასევე, აკრძალვები ძალაში რჩება ირაკლიოსა და მესინიაში.

ყველა აღნიშნულ რეგიონში იკრძალება გადაადგილება 01:00 საათიდან 06:00 საათამდე (გამონაკლისია სამსახურში, აფთიაქში, საავადმყოფოში წასვლა).

მუსიკა აკრძალულია რესტორნებში, ტავერნებში, ბარებში და ზოგადად, ყველა გასართობ დაწესებულებაში.

*გამონაკლისი შემთხვევებია ქორწინები და ნათლობები.

მესინიასა და ირაკლიოში შეზღუდვები 10 სექტემბრამდე იქნება ძალაში.

onalem

ტესტ