fbpx
საბერძნეთი

სოციალური ქსელის ვარსკვლავს საბერძნეთის საგადასახადო სამსახურმა 270.000 ევროს ჯარიმა დააკისრა

გავრცელებული ინფორმაციით, საგადასახადო სამსახურმა დიდი რაოდენობით ჯარიმა დააკისრა სოციალური ქსელის ვარსკვლავს, რომელსაც სახელმწიფოსთვის თანხების დამალვის ფაქტები აღმოუჩინეს.

როგორც ირკვევა, საუბარია ცნობილ მოდელზე, რომელიც ფლობს ელექტრონული ბიზნესის მნიშვნელოვან პროცენტს, ონლაინ პლატფორმაზე აქვეყნებს ტანსაცმლისა და აქსესუარების რეკლამებს და შემდეგ ყიდის მათ. აუდიტორებმა შემოწმების შედეგად აღმოაჩინეს, რომ მოდელი და ე.წ. “ინფლუენსერი” დიდი რაოდენობით თანხის სახელმწიფოსთვის გადახდას არიდებდა თავს.

საუბარია დაახლოებით 350.000 ევროს შავად აღებაზე, რის გამოც მოდელს დაეკისრა ჯარიმა 270.000 ევროს ოდენობით.

როგორც ირკვევა, საგადასახადო სამსახური დაუკავშირდა საკურიერო მომსახურების ოფისებსაც, საიდანაც გაირკვა, რომ ინფლუენსერი შეკვეთებს აგზავნიდა, მაგრამ რეალურად არსად აფიქსირებდა გაყიდულ ნივთებს და არც საშემოსავლო გადასახადს იხდიდა.

აღნიშნული სახის კონტროლს საგადასახადო სამსახური აქტიურად აგრძელებს.

onalem

ტესტ