fbpx
საბერძნეთი

გვალვის პირველი ტალღა საბერძნეთში – შაბათ-კვირას ტემპერატურა საგრძნობლად იმატებს

როგორც სინოპტიკოსები გვპირდებიან, ამ შაბათ-კვირას ჩანს, რომ სანაპიროებზე გასვლას და მზით დატკბობას თავისუფლად შევძლებთ. ეროვნული მეტეოროლოგიური სამსახურის პროგნოზით, კვირის ბოლოსთვის გვალვის პირველი ტალღა გველის და ტემპერატურა საგრძნობლად მოიმატებს.

დღესაც კი, 21 ივნისს, ტემპერატურა 35 გრადუსამდე გათბა ზოგიერთ რეგიონში, კონკრეტულად კორინთოში, ისთმოს ტერიტორიაზე თერმომეტრმა 34.9 გრადუსი აჩვენა.

ატიკის რეგიონში, ისევე როგორც თესალონიკში, მომდევნო დღეებში მოსალოდნელია უმეტესად მზიანი ამინდი, ჰაერის ტემპრატურა კი ნელ-ნელა აიწევს და 33-დან შესაძლოა 37 გრადუსამდეც დაფიქსირდეს.

პარალელურად, იქროლებს ქარი, რომლის ძალაც 4-დან 6 ბალამდე იქნება, რაც არც თუ ისე დაბალი მაჩვენებელია.

ქვემოთ წარმოდგენილია რუკა, რომელზეც დატანილია ტემპერატურის მაჩვენებლები რეგიონების მიხედვით.

onalem

ტესტ