fbpx
საბერძნეთი

დღევანდელ მარათონზე სამედიცინო ბრიგადამ 1,342 სპორტსმენს გაუწია პირველადი დახმარება

ათენის 39-ე მარათონი, წინა მარათონების მსგავსად, სრულყოფილად იყო ორგანიზებული. ადგილზე იმყოფებოდნენ სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადები, რომელთაც საკუთარი საქმე საჭიროებისამებრ შეასრულეს.

როგორც ირკვევა, მთელი მარათონის მანძილზე სამედიცინო დახმარება, საერთო ჯამში, 1,342 სპორტსმენს დასჭირდა. ადგილზე მუშაობდა 65 მაშველი, 8 ექთანი, 20 ექიმი, ასევე, ΕΚΑΒ-ის 10 მანქანა და 15 მოტოციკლი.

როგორც მედია იუწყება, იყო შემთხვევებიც, როცა მრბოლელებს არა მარტო ადგილობრივად დასჭირდათ დახმარება, არამედ აუცილებელი გახდა მათი ჰოსპიტალურ პირობებში გადაყვანა – ასეთი სულ 39 იყო.

წლევანდელ მარათონზე მონაწილეობა ყველა ასაკის ადამიანებმა მიიღეს, მათ შორის იყო 91 წლის სტელიოს პრასა, რომელმაც შვილიშვილების დახმარებით გადაკვეთა ფინიშის ხაზი.

არ შეიძლება არ აღვნიშნოთ მარათონის ერთ-ერთი ყველაზე პოზიციური მომენტიც, როდესაც მამაკაცმა 42 კილომეტრის გარბენის შემდეგ საყვარელ ქალს ხელი სთხოვა, მისგან კი, თანხმობა მიიღო.

onalem

ტესტ