fbpx
საბერძნეთი

ათენი: აფეთქება გაზის ბალონების მაღაზიაში, ბაზართან ახლოს – მძიმედ დაშავდა ორი ადამიანი

დღეს დილით ეგალეოში მდებარე ერთ-ერთ მაღაზიაში ძლიერი აფეთქება მოხდა. კერძოდ, მიაულის ქუჩაზე არსებულ მაღაზიაში, სადაც თხევადი გაზის ბალონებს ყიდიან, ძლიერი აფეთქება მოხდა.

როგორც მედია იუწყება, აფეთქების შედეგად მძიმედ დაშავდა ორი ადამიანი, რომელთაგან ერთ-ერთი, თავად მაღაზიის მეპატრონე, უკიდურესად კრიტიკულ მდგომარეობაშია. რაც შეეხება მეორე დაშავებულს, ის ქუჩის ბაზრის მოვაჭრეა, რომელიც აფეთქების მომენტისთვის თავის დახლზე პროდუქტებს აწყობდა.

როგორც თვითმხილველი ამბობს, თავდაპირველად ეგონა, რომ შენობა ჩამოინგრა, რადგან ვერ მიხვდნენ, რომ ეს აფეთქება იყო, ხმაურის სიძლიერიდან გამომდინარე.

ადგილობრივები მომხდარით შეშფოთებულები არიან, ვინაიდან ბაზარში ბევრი ადამიანი დადის და ეს ერთგვარი თავშეყრის ადგილია, რაც დაშავების რისკებს ზრდის.

onalem

ტესტ