fbpx
საბერძნეთი

ლარისაში 72 წლის მამაკაცი დააკავეს და აღმოჩნდა, რომ წარსულში წყვილებს აიძულებდა მის წინაშე სქესობრივი აქტით დაკავებულიყვნენ

გავრცელებული ინფორმაციით, ლარისაში იარაღთან დაკავშირებულ დანაშაულზე დააკავეს 72 წლის მამაკაცი, რომელსაც შემოწმების შედეგად სამი დანა და 1 ხმალი აღმოუჩინეს. როგორც საქმის მასალებიდან ირკვევა, პოლიციამ ფარდა ახადა მის წარსულში ჩადენილ დანაშაულებსაც, რომელთა შინაარსიც შოკისმომგვრელია.

როგორც ირკვევა, მამაკაცი დანაშაულებრივ ქმედებებს 1988-1992 წლებში ჩადიოდა, საერთო ჯამში 11 თავდასხმა განახორიცელა. ის წყვილებს აიძულებდა, რომ მის თვალწინ სექსობრივი კავშირით დაკავებულიყვნენ, შემდეგ მათ ესროდა და კიდურების არეში ჭრიდა.

1992 წლის 23 მაისს მამაკაცმა ლარისას გზატკეცილზე ესროლა ერთ-ერთი მანქანის მძღოლს, თუმცა, მან ტრამვის გარეშე მოახერხა გაქცევა. რამდენიმე საათის შემდეგ თავდამსხმელმა კიდევ ერთი შეყვარებული წყვილი იპოვა, რომელთა  მიმართულებითაც ისროლა და მამაკაცი ადგილზე მოკლა. როგორც მოგვიანებით გაირკვა, გარდაცვლილი ჯარისკაცი იყო.

საქმის მასალებიდან ირკვევა, რომ მამაკაცი 1995 წელს დააკავეს, სხვადასხვა მძიმე ბრალდებებით, თუმცა, 2013 წელს გაათავისუფლეს და უკვე სხვა სახის დანაშაულების ჩადენა დაიწყო – სახლებს ძარცვავდა. როდესაც ის კვლავ დააკავეს, მის მფლობელობაში აღმოაჩინეს დიდი რაოდენობით ოქრო, სამკაულები და იარაღი.

სასამართლოს ბოლო გადაწყვეტილებით, მას თავისუფლების 5 წლითა და 5 თვით აღკვეთა მიუსაჯეს, თუმცა, სასჯელი მოიხადა და კვლავ გაათავისუფლეს. ახლა კი, ჩანს, რომ მისი ბოლო ბრალდება იარაღთან დაკავშირებულ დანაშაულებს ეხება.

 

 

onalem

ტესტ