fbpx
საბერძნეთი

საგანგებო შეხვედრა: საბერძნეთში, მიცოტაკის ბრძანებით, შენობების სეისმური გამძლეობის შემოწმება იწყება

ბერძნული მედიის ინფორმაციით, პრემიერის სასახლეში გაიმართა საგანგებო შეხვედრა, რომელზეც განიხილეს პრესეისმური კონტროლის საჭიროების საკითხი.

როგორც ირკვევა, სულ მალე მიცოტაკის ბრძანების საფუძველზე, დაიწყება შენობების სეისმური გამძლეობისა და დაცულობის შემოწმება. აღნიშნული მიმართულებით მთავრობის ინიციატივებს მომავალ კვირას კლიმატის კრიზისისა და სამოქალაქო დაცვის სამინისტრო გამოაცხადებს.

პრემიერის სასახლეში საგანგებო შეხვედრას ესწრებოდნენ სამოქალაქო დაცვის მინისტრი, ხრისტოს სტილიანიდი, სახელმწიფო მინისტრი, გიორგოს გერაპეტრიდის, ანტისეისმური დაგეგმვისა და დაცულობის პრეზიდენტი, ეფთიმიოს ლეკასი და საბერძნეთის ტექნიკური პალატის პრეზიდენტი, გიორგოს სტასინოსი.

სპეციალური კონტროლი განხორციელდება იმის შესამოწმებლად, რათა დადგინდეს, რამდენად გამძლეა შენობები საბერძნეთში, მიწისძვრის დაფიქსირების შემთხვევაში. აღნიშნული ზომის მიღება მიცოტაკიმ საჭიროდ ჩათვალა მას შემდეგ, რაც თურქეთსა და სირიაში 7,8 მაგნიტუდის მიწისძვრამ კატასტროფული შედეგები მოიტანა.

შემოწმებები პირველ ეტაპზე სკოლებსა და საავადმყოფოებს ჩაუტარდებათ.

onalem

ტესტ