fbpx
საბერძნეთი

დღეიდან ცვლილებები საბერძნეთის საზღვრის კვეთასთან დაკავშირებით – ნახეთ, რა ვალდებულება იხსნება?!

დღეიდან, 15 მარტიდან, საბერძნეთის საზღვრის კვეთის წესები მარტივდება. ნელ-ნელა ახლოვდება ტურისტული სეზონი და საბერძნეთი მიმოსვლასთან დაკავშირებულ შეზღუდვებს ხსნის.

კერძოდ, 15 მარტიდან საბერძნეთში გამომგზავრებისას აღარ არის სავალდებულო PLF ფორმის შევსება. აღნიშნული დოკუმენტი საჭირო იყო მგზავრთან დასაკავშირებელი ინფორმაციის მისაღებად, კოვიდ-19-ის გავრცელების გამო შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე.

ამას გარდა, შეგახსენებთ, რომ ნებისმიერი ადამიანი, რომელსაც აქვს ვაქცინაციის ევროპული სერთიფიკატი (რომელიც ძალაშია), თავისუფალია სავალდებულო ტესტირებისგან.

აღნიშნული ვალდებულების მოხსნა ეხებათ მათაც, ვისაც აქვთ ვაქცინაციის სერთიფიკატი, რომელიც ევროპული სტანდარტების მიხედვით გაიცემა და მათ შორის არის საქართველოში აღებული სერთიფიკატებიც.

ტესტის გაკეთება არ არის საჭირო ასევე იმ შემთხვევაში, თუ ფლობთ კოვიდით დაავადების დამადასტურებელ სერთიფიკატს, რომელსაც ვადა 180 დღე აქვს.

აუცრელობის შემთხვევაში და იმ შემთხვევაშიც, თუ კოვიდი არ გადაგიტანიათ და შესაბამისად არ ფლობთ, აღნიშნულ სერთიფიკატს, საბერძნეთის საზღვრის კვეთისთვის სავალდებულოა გაკეთებული გქონდეთ PCR (72 სთ) ან Rapid (24 სთ) ტესტი.

onalem

ტესტ