fbpx
საბერძნეთიჯანმრთელობა

1.000 წამლის ფასი, რომელსაც საბერძნეთში წონის დასაკლებად იყენებდნენ და დიაბეტით დაავადებულთათვის დეფიციტში აღმოჩნდა

საბერძნეთში დიაბეტით დაავადებული ადამიანები სერიოზული პრობლემის წინაშე დადგნენ, რადგან სერიოზულ დეფიციტში აღმოჩნდა წამალი, რომელიც მათი ჯანმრთელობისთვის ძალიან მნიშვნელოვანია. ამ ყველაფრის მიზეზი კი, ის არ არის, რომ ბევრი ადამიანი ყიდულობს ამ დაავადების სამკურნალოდ, არამედ ის, რომ როგორც გაირკვა, მისი მოხმარება ხდება წონის დაკლების მიზნითაც.

აღმოჩნდა, რომ კონკრეტულ პრეპარატს ადამიანები ყიდულობდნენ მხოლოდ და მხოლოდ წონაში დაკლების მიზნით და აქედან გამომდინარე ბაზარზე მისი სერიოზული დეფიციტი შეიქმნა, ადამიანები კი, რომელთაც ის რეალურად სჭირდებათ, ხელცარიელი აღმოჩნდნენ.

აქედან გამომდინარე, მიღებულ იქნა გადაწყვეტილება, რომ გაიზარდოს მისი ფასი შეკვრაზე, რაც 3 თვიან თერაპიას მოიცავს. ამ დროისთვის წამლის საბითუმო ფასია 975 ევრო, ხოლო საცალო ფასი მოსალოდნელია, რომ 1.000 ევროსაც გადააჭარბებს.

onalem

ტესტ