fbpx
საბერძნეთი

დაუჯერებელი შემთხვევა თესალონიკში: ქალმა ექიმი სასტიკად სცემა, რადგან შვებულების ასაღებად ცნობა არ დაუწერა

თესალონიკში, პაპაგეორგიუს სახელობის საავადმყოფოს ექიმი პაციენტის მხრიდან სასტიკი ფიზიკური ანგარიშსწორების მსხვერპლი გახდა. როგორც ირკვევა, ქალი არჩევნებამდე მცირე ხნით ადრე მივიდა ექიმთან და ითხოვა, რომ დაეწერა სპეციალური ცნობა, რომელიც ადასტურებს, რომ თანამშრომელმა უნდა აიღოს შვებულება, ჯანმრთელობის პრობლემიდან გამომდინარე. რეალურად ქალს სურდა, რომ არ მისულიყო საარჩევნო კომისიაზე, რომლის წევრადაც იყო არჩეული.

ექიმმა ქალი შეამოწმა და ვინაიდან დადგინდა, რომ სრულებით ჯანმრთელი იყო, უთხრა, რომ ცნობას ვერ დაუწერდა, რადგან ეს უკანონობა იქნებოდა. სწორედ იმ მომენტში ქალმა ჯერ სიტყვიერი მუქარა დაუწყო, შემდეგ კი თავს დაესხა ექიმს და იმდენი ურტყა, რომ ახალგაზრდა მამაკაცი 10 დღის მანძილზე სპეციალურ სამედიცინო საყელოს ატარებდა, რადგან სერიოზული დაზიანებები მიიღო კისრისა და თავის არეში.

როგორც ექიმი ამბობს, ქალის გარდა, აღნიშნული ცნობის დაწერას ითხოვდა მისი მეუღლეც, რომელიც ახლდა და არაფერი გააკეთა მის შესაჩერებლად. მხოლოდ იქ მყოფი სხვა ადამიანები დაეხმარნენ, მაგრამ ქალმა მისთვის დაზიანებების მიყენება მაინც მოასწრო.

ცხადია, ექიმმა თავდამსხმელის წინააღმდეგ სარჩელი შეიტანა.

onalem

ტესტ