fbpx
საბერძნეთი

თურქი ქალი ქრისტიანად მოინათლა, რათა კრეტელ მამაკაცზე ქრისტიანულად ექორწინა

ბერძნული მედია კრეტაზე შემდგარი ქორწილის შესახებ გვიყვება, რომელმაც კიდევ ერთხელ დაამტკიცა, რომ სიყვარულმა არ იცის საზღვრები, ეროვნება და ისტორიული მტრობა. გიორგო და გაზმე ტრადიციულად დაქორწინდნენ, ვინაიდან თურქი ქალი მართლმადიდებელ ქრისტიანად მოინათლა, რათა საყვარელ მამაკაცზე ექორწინა.

გაზმეს ოჯახი საბერძნეთში 2.000 წლიდან ცხოვრობს, ცხადია, გოგონა სუფთად საუბრობს ბერძნულად, რადგან განათლებაც აქ მიიღო, რაც შეეხება ნათლობას, როგორც ის ამბობს, ყოველთვის უნდოდა, რომ ქრისტიანი გამხდარიყო. წყვილს პატარა გოგონაც ჰყავს და 6 წელია ერთად არიან.

როგორც მედია წერს, მათი შვილიც, რა თქმა უნდა, ქრისტიანად მოინათლა, ხოლო ქორწილი წმინდა გიორგის ეკლესიაში შედგა.

onalem

ტესტ