fbpx
საბერძნეთი

25 წლის მამაკაცმა, პროფესიული კონკურენციის გამო, კრეტაზე სოფლის ცენტრში ძლიერი ხანძარი გააჩინა

კადრები, რომლებიც კრეტადან, კერძოდ კი, ვრახასის ცენტრიდან ვრცელდება, შოკისმომგვრელია. ფაქტობრივად, კრეტული წვეულება, რომ არა მეხანძრეების სწრაფი მოქმედება, საკმაოდ ცუდად შეიძლებოდა დასრულებულიყო.

ვიდეოდან კარგად ჩანს, რომ სოფლის ცენტრალურ სკვერში, სადაც ტავერნების განლაგებული, ძლიერი ხანძარი მძვინვარებს, რომელიც 25 წლის მამაკაცმა გააჩინა. ის დააკავეს და აღიარა, რომ ცეცხლი განზრახ გააჩინა, რადგან კონკრეტული ტავერნა პროფესიულ კონკურენციას უწევდა და უნდოდა ზიანი მიეყენებინა. ამას გარდა, დააკავეს 45 წლის ქალიც, რომელიც მას ეხმარებოდა.

ხანძარი ხალხისგან სულ რამდენიმე მეტრის მოშორებით მძვინვარებდა, ადგილზე სწრაფად მობილიზდა სახანძრო სამსახური, რომელმაც უარესი თავიდან აირიდა.

onalem

ტესტ