fbpx
საბერძნეთი

დამნაშავე გაუპატიურების მცდელობებში, უდანაშაულო გაუპატიურებაში – პროკურორის წინადადება სასამართლოზე

დღეს ათენის სასამართლოში პეტროს ფილიპიდის პროცეზე მისი საქმის მორიგი განხილვა შედგა. როგორც ირკვევა, პროკურორმა წამოაყენა წინადადება, რომ ფილიპიდი დამნაშავედ სცნონ გაუპატიურების ორ მცდელობაში, ხოლო უდანაშაულოდ გაუპატიურებაში.

“არსებობს ეჭვები და გაურკვევლობები, ამიტომ სასამართლოს არ შეუძლია გადაწყვიტოს ეჭვების ფონზე. მივმართავ მოსამართლეებსა და ნაფიც მსაჯულებს, მოწოდებული ხართ, გადაწყვიტოთ ბრალდებულის ბრალეულობა. სასამართლო არ განსჯის კარგი ან ცუდი ხასიათის მიხედვით, ეს არის უხილავი დანაშაულები, დანაშაულები, რომელთაც შემსწრე არ ჰყავთ, მაგრამ გვყავს ისეთი მოწმეები, რომელთაც ისაუბრეს მომჩივნებთან ერთად.

მომჩივნებთან მიმართებაში გარკვეული კითხვები და გაურკვევლობები არსებობს, ვინაიდან ერთ-ერთმა მათგანმა სხვადასხვა ორგანოსთან სხვადასხვა ფაქტების შესახებ ისაუბრა. ანუ ყოველ ჩვენებაზე ფაქტებს კიდევ უფრო ასერიოზულებდა. განა არ იყო დანაშაული იმდენად შემაშფოთებელი, რომ პირველივე ჯერზე არ ეთქვა ისეთი სახით, როგორც ბოლო ჯერზე.

შესაძლებელია, რომ მეხსიერებიდან გარკვეული დეტალები დაიკარგოს, მაგრამ არ არსებობს მსხვერპლი, რომელსაც საკუთარი გაუპატიურება მთლიანად დაავიწყდება. შეიძლება დეტალები დაავიწყდეს, მაგრამ მოვლენა არასოდეს. ექსპერტები ამას გვიდაასტურებენ,” განაცხადა პროკურორმა.

ფილიპიდის საქმეზე გამოძიება გრძელდება.

onalem

ტესტ