fbpx
ფინანსები

მარტში საბერძნეთში პირველი უპროცენტო სესხები გაიცემა – თვეში მხოლოდ 275 ევრო პირველი სახლის შესაძენად

გავრცელებული ინფორმაციით, საბერძნეთში 25-დან 39 წლამდე ახალგაზრდებზე პირველი უპროცენტო სესხები ბინის შესაძენად, მარტის თვეში გაიცემა. სესხები განკუთვნილია 10.000 ახალგაზრდისთვის ან წყვილისთვის, რომელთაც პროგრამა “ჩემი სახლის” გამოყენება სურთ.

თებერვლის თვეში დაიწყება ბანკებსა და მთავრობას შორის მოლაპარაკებები და მოგვარდება ფორმალური პროცედურები, სესხების გასაცემად, რათა შესაძლებელი გახდეს განაცხადების გაკეთება. მარტის თვეში კი, პირველი თანხების ჩარიცხვა დაიწყება.

თანხის ოდენობა, რომელსაც ბანკი გასცემს, 150.000 ევრომდეა, სწორედ ამ ოდენობას არ უნდა აჭარბებდეს ქონების ობიექტური ღირებულებაც. თანხის დაფარვის ვადა განისაზღვრაბ 30 წლამდე. პროგრამის ჯამური ბიუჯეტი 1,74 მილიარდ ევროს შეადგენს.

სესხის დასაფარად თვეში, 100.000 ევროს აღებისას, 275 ევროს შეადგენს, ხოლო 150.000 ევროს ოდენობის სესხზე 434 ევროს.

პროგრამაში მონაწილეობით დაინტერესებული პირები უნდა დაუკავშირდნენ ბანკებს, საჭირო ინფორმაციის მისაღებად.

onalem

ტესტ