fbpx
ფინანსები

ყოველ ბავშვზე 2.400 ევროდან 3.500 ევრომდე ოჯახებს – კირიაკოს მიცოტაკი ფინანსური დახმარების რაოდენობას ზრდის

საბერძნეთის პრემიერის, კირიაკოს მიცოტაკის გადაწყვეტილებით, ქვეყანაში გარკვეული ფინანსური დახმარებების ოდენობა იზრდება. მიცოტაკი განმარტავს, რომ ზრდის მშობიარობის დახმარებას და ოჯახებისთვის სხვაობა საკმაოდ შესამჩნევი იქნება.

“ვზრდით მშობიარობის შემწეობას/დახმარებას პერმანენტულად მათზე, ვისაც ბავშვი შეეძინა 2023 წლის 1-ლი იანვრის შემდეგ. თანხა გაიზრდება ამჟამად არსებული  2.000 ევროდან 2.400 ევრომდე, შესაძლოა ამ მაჩვენებელმა მიაღწიოს 3.500 ევროსაც, იმის მიხედვით, თუ რამდენ ბავშვზეა საუბარი,” აცხადებს მიცოტაკი.

კონკრეტულად რომ ვთქვათ, ოჯახებს ბავშვების რაოდენობის მიხედვით, მშობიარობის დახმარება გაეზრდებათ შემდეგნაირად:

  • ერთ ბავშვზე 2.400 ევრო (ზრდა 400 ევროთი)
  • ორ ბავშვზე 2.700 ევრო (ზრდა 700 ევროთი)
  • 3 ბავშვზე 3.000 ევრო (ზრდა 1.000 ევროთი)
  • 4 ან მეტ ბავშვზე ოჯახები მიიღებენ 3,500 ევროს (ზრდა შეადგენს 1,500 ევროს).

ზრდის შედეგად არსებული სხვაობებისა და ზოგადად, ვისაც მთლიანი რაოდენობა ეკუთვნის, თანხების დარიცხვა მოსალოდნელია 2024 წლის აპრილისთვის.

onalem

ტესტ