fbpx
ფინანსები

მოვალე მილიონერებზე ”ნადირობა” ქვეყანას 700 მილიონ ევროს მოუტანს

ბერძენ მოქალაქეებს, რომელთაც აქვთ უძრავი ქონება და დეპოზიტები საზღვარგარეთ და ისინი ამავდროულად ქვეყნის მოვალეები არიან, ჩამოერთმევათ თავიანთი აქტივები. ქვეყანა უფლებამოსილია, 2017 წელს ამ გზით სახელმწიფო ხაზინა 700 მილიონი ევროთი შეავსოს.

როგორც ცნობილი გახდა, სახელმწიფო შემოსავლების სააგენტო (Ανεξάρτητη Αρχή Δημοσίων Εσόδων) თხოვნით მიმართავს ბანკებს, დართონ ნება, გახსნან იმ მოქალაქეთა საბანკო ანგარიშები, რომელთაც სახელმწიფოს დიდი ვალი აქვთ. ამავე დროს, უზრუნველყოფილია ყველა მოვალის საცხოვრებელ მისამართთა სია. თითიოეულ მათგანს სახელმწიფოს ნახევარი ან ერთი მილიონი ევრო მართებს.

ამჟამად, საბერძნეთში 5,500 მოვალეა, რომელთა ვალი ერთობლივად 70 მილიარდ ევროს შეადგენს. 2016 წელს გავრცელდა განცხადება, რომ მოვალე მილიონერებზე ნადირობა ქვეყნის ბიუჯეტს 635 მილიონი ევროთი შეავსებდა.

onalem

ტესტ