fbpx
ფინანსები

ΕΛΣΤΑΤ-ის კვლევა: 2022 წელს საბერძნეთის მოსახლეობის 6,6% საკვების უკმარისობის წინაშე დადგა

საბერძნეთის სტატისტუკური კვლევების ორგანომ, ΕΛΣΤΑΤ-მა, გამოაქვეყნა მონაცემები, რომლებიც ეხება საბერძნეთში ოჯახების წვდომას საკვებზე, არსებობისთვის ყველაზე ელემენტარულ პროდუქტებზე. საუბარია 2022 წელზე, ვინაიდან მიმდინარე წელი ჯერ არ დასრულებულა და როგორც ირკვევა, საბერძნეთის მოსახლეობის 6,6%-ს განუცდია საკვების უკმარისობა.

ΕΛΣΤΑΤ აღნიშნავს, რომ ოჯახი საკვების დეფიციტის/უკმარისობის წინაშე დგება მაშინ, როცა ოჯახის ერთი წევრი მაინც აცხადებს, რომ წინა 12 თვის მანძილზე იყო შემთხვევები, როცა გამოუტოვებია დღის მანძილზე კვება ან მიიღო საჭიროზე მცირე რაოდენობის საკვები, შიოდა, მაგრამ არ შეჭამა, რათა საჭმელი დაეზოგა და ა.შ.

2022 წლის კვლევის შედეგების მიხედვით, გამოკითხული მოსახლეობის 6,6%-მა განაცხადა, რომ განუცდია ზომიერი ან ძლიერი დაუცველობა, სურსათის ქონის კუთხით, ხოლო მოსახლეობის მხოლოდ 1,5%-მა განიცადა უკიდურესად მძიმე დეფიციტი. საკვების ზომიერი ან ძლიერი დეფიტიცის მაჩვენებლები 2021 წელს იყო 6,0%, 2020 წელს 6,1%, 2019 წელს 8,0%, ხოლო რაც შეეხება უკიდურეს მდგომარეობას, მაჩვენებელი წინა წლებში მერყეობს 1,5%-დან 1,6%-მდე.

ოჯახში სურსათის უკიდურესი დეფიციტი ფიქსირდება მაშინ, როცა ერთი წევრი მაინც აცხადებს, რომ მთელი დღე საკვების გარეშე გაატარა.

onalem

ტესტ