fbpx
საბერძნეთი

საბერძნეთი: დააკავეს ქალი, რომელმაც ყოფილი ქმრის მოსასმენად მიკროფონი შვილის სათამაშოში ჩადო

წარმოუდგენლი ინციდენტი თესალონიკში მოხდა. დააკავეს 26 წლის ქალი, რომელსაც ბრალად ყოფილი ქმრის თვალთვალი/მოსმენა ედება.

რამდენად დაუჯერებლადაც უნდა ჟღერდეს, ახალგაზრდა ქალმა ყოფილი მეუღლის თვალთვალისა და მოსმენის მიზნით თავიანთი საერთო შვილი გამოიყენა. ბავშვის სათამაშოში მან მოსასმენი მოწყობილობა ჩადო, შემდეგ კი, როდესაც ბავშვი მამამ წაიყვანა, სათამაშო თან გაატანა და ცხადია, ჰქონდა შესაძლებლობა, რომ მოესმინა, რა ხდებოდა ყოფილი მეუღლის სახლში.

პოლიციაში საჩივარი თავად შეიტანა ბავშვის მამამ, 29 წლის მამაკაცმა, რომელიც აცხადებს, რომ შენიშნა, რომ სათამაშო უცნაურად გამოიყურებოდა და მას შემდეგ, რაც შეამოწმა მოსასმენი მოწყობილობა აღმოაჩინა.

ქალი გამომძიებლის წინაშე გადაიყვანეს და შესაბამისი მუხლით გაასამართლებენ, საინტერესოა, თუ რა არგუმენტებს დაასახელებს საკუთარი ნამოქმედარის დასასაბუთებლად.

onalem

ტესტ