fbpx
საბერძნეთი

დასავლეთ მაკედონიაში ტემპერატურა – 20 გრუდუსამდე დაეცა – საბერძნეთის ორ მხარეს შორის განსხვავებამ 38 გრადუსს მიაღწია

საბერძნეთში შაბათი დღის შემდეგ ნამდვილად სუსხიანი დღეები გვაქვს და ტემპერატურა უკიდურესად არის დაცემული. როგორც ეროვნული მეტეოროლოგიური სამსახური იუწყება, დასავლეთ მაკედონიაში დაფიქსირდა -20 გრადუსი, ფლორინაში კონკრეტულად -18 გრადუსი, ხოლო ქალაქის ცენტრში -11 გრადუსი.

ადგილობრივი ხელმძღვანელობა მოსახლეობას მოუწოდებს, მაქსიმალურად შეზღუდოს გადაადგილება, განსაკუთრებით იქ, სადაც თოვლი დიდი რაოდენობით არის და ცხადია, საუბარია ძირითადად, ავტომობილით გადაადგილებაზე. გზებზე მანქანით სიარული სახიფათოა, ვინაიდან ასფლატი საკმაოდ მოყინულია.

აღსანიშნავია ისიც, რომ ტემპერატურული კონტრასტი საბერძნეთის ორ რეგიონს შორის, საკმაოდ მძაფრია და 38 გრადუსს აღწევს. მაგალითისთვის: თუ დასავლეთ მაკედონიაში -20 გრადუსია, კასტელორიზოში 18 გრადუსი ფიქსირდება.

წარმოგიდგენთ გრაფიკულად, თუ რომელ ტერიტორიებზე ყინავს უკიდურესად:

onalem

ტესტ