fbpx
საბერძნეთი

საბერძნეთის პოლიციის კონტროლი – მხოლოდ 1 კვირაში დააკავეს 600 ადამიანი

საბერძნეთის პოლიცია მთელი ქვეყნის მასშტაბით ახორციელებს სპეციალურ ოპერაციებს, დანაშაულის აღმოფხვრისა და პრევენციისთვის. 19 ივნისიდან 25 ივნისის ჩათვლით პერიოდში ჩატარდა უამრავი რეიდი-შემოწმება, რომლებიც განსაკუთრებით აქტიური იყო იმ უბნებსა და რეგიონებში, სადაც კრიმინალის მაღლი მაჩვენებელი ფიქსირდება.

როგორც ირკვევა, მხოლოდ ამ 1 კვირის მანძილზე 37.000-მდე პირი შემოწმდა, საიდანაც დააკავეს ასობით მათგანი.

ოფიცრების მიერ განყოფილებაში გადაყვანილ ადამიანთა რაოდენობა 600-სს უდრის, მათ სხვადასხვა კანონდარღვევების გამო წაუყენეს ბრალდებები.

აღნიშნული მონაცემები ეხება მთელ საბერძნეთს და არ იგულისხმება მხოლოდ ატიკის რეგიონი, მეორეს მხრივ, თავად ატიკის რეგიონშიც ხორციელდება ცალკეული ოპერაციები, რომლებიც მიმართულია ქურდობასთან, ნარკოტიკებით ვაჭრობასთან და არალეგალურ მიგრაციასთან დაკავშირებული დანაშაულების წინააღმდეგ.

onalem

ტესტ