fbpx
კრიმინალი

შოკისმომგვრელი შემთხვევა თესალონიკში: ბერძენი მამაკაცი მეგობრების არასრულწლოვან შვილზე 5 წელი ძალადობდა

გავრცელებული ინფორმაციით, სასჯელაღსრულების დაწესებულებაში გადაიყვანეს 55 წლის მამაკაცი, რომელიც საკუთარი მეგობრების არასრულწლოვან ქალიშვილზე ხუთი წლის მანძილზე ძალადობდა. ის დღეს წარსდგა პროკურორის წინაშე და მას შემდეგ, რაც ჩვენება მისცა, გადაწყდა, რომ წინასწარი პატიმრობა შეფარდებოდა.

შემზარავია, მაგრამ 10 წელი დასჭირდა იმას, რომ გოგონა სრულწლოვანი გამხდარიყო და მხოლოდ მას შემდეგ გაემხილა, რა გამოიარა მოძალადის  ხელში. როგორც ირკვევა, მან ფსიქოლოგს მიმართა, რომელმაც შეძლო მისი ნდობის მოპოვება და ყველაფერს მოუყვა. საბოლოოდ კი, გადაწყვიტა, რომ სამართალდამცავებისთვისაც მიემართა და 55 წლის მამაკაცის წინააღმდეგ სარჩელი შეიტანა.

მისი საჩივრის მიხედვით, ძალადობა მიმდინარეობდა 2005-დან 2010 წლამდე, ჯერ კიდევ მაშინ, როცა დაწყებით სკოლაში სწავლობდა. ბრალდებული გოგონას მშობლების ახლო მეგობარი იყო და ძალიან ხშირად სტუმრობდა მათ.

საბრალდებო დასკვნის მიხედვით, ის გასამართლდება გაუპატიურების, არასრულწლოვნის ღირსების შელახვის და გარყვნილი ქმედებების ჩადენისთვის არასრულწლოვანთან მიმართებაში. მამაკაცმა, ცხადია, ყველაფერი უარყო, მაგრამ მისმა ჩვენებებმა და ახსნა-განმარტებამ გამომძიებელი და პროკურორი ვერ დაარწმუნეს და გათავისუფლების ნაცვლად, ციხეში გადაიყვანეს.

onalem

ტესტ