fbpx
კრიმინალი

სისხლიანი დაპირისპირება თესალონიკში ქალის გამო – სასტიკად არის ნაცემი ბარის მეპატრონე

ბერძნული მედია ინციდენტის შესახებ იუწყება, რომელიც თესალონიკში მოხდა. გავრცელებული ინფორმაციით, 30-მდე პაკისტანელი ქალაქის ცენტრში მდებარე ბარში შეიჭრა, რომელიც ქურთი მამაკაცის საკუთრებაშია.

ყველაფერი მაშინ დაიწყო, როდესაც ახალგაზრდა პაკისტანელი მამაკაცი ბარში მივიდა, სადაც მეპატრონის მეუღლეც იმყოფებოდა და ქალი რამდენჯერმე შეაწუხა. ამის გამო ბარის პატრონმა პაკისტანის მოქალაქე გარეთ გამოიყვანა და სთხოვა, რომ იქაურობა დაეტოვებინა.

მამაკაცი წავიდა, თუმცა, რამდენიმე ხანში უკან 30-მდე თანამემამულესთან ერთად დაბრუნდა და გარდა იმისა, რომ მათ ბარში სერიოზული ზარალი გამოიწვიეს და ყველაფერი დალეწეს, სასტიკად სცემეს მეპატრონეც, რომელსაც დაზიანებები თავის არეში აქვს მიყენებული.

მამაკაცი საავადმყოფოში გადაიყვანეს, პოლიციამ კი 3 პაკისტანელი დააპატიმრა. დანარჩენებმა გაქცევა შეძლეს, თუმცა, მიმდინარეობს გამოძიება.

onalem

ტესტ