fbpx
საზოგადოება

დაუჯერებელი შემთხვევა: სად იპოვეს ციხიდან გაქცეული ბერძენი პატიმარი?!

ინციდენტის შესახებ, რომელიც აგია ხანიას ციხეში მოხდა, ბერძნული მედია იუწყება. განგაში მას შემდეგ ატყდა, რაც 59 წლის ბერძენი პატიმარი საკუთარ საკანში ვეღარ ნახეს.

როგორც აღმოჩნდა, ის ციხიდან შაბათს ღამით გაქცეულიყო და ეს ფაქტი ბადრაგებმა მხოლოდ კვირას დილით შენიშნეს. მათ მაშინვე გადასცეს ქალაქის პოლიციას და ძებნის სამუშაოები დაიწყო.

უნდა აღინიშნოს, რომ ეს ამავე ციხიდან გაქცევის მესამე შემთხვევაა. რამდენიმე ხნის წინ გაიქცნენ 36 და 38 წლის პატიმრებიც, რომლებიც უცხოელები არიან. მათ ამ დრომდე ეძებენ.

ჩანს, რომ 59 წლის მამაკაცს გაქცევის “საპატიო” მიზეზი ჰქონდა.

ბერძენი პატიმარი, რომელიც სასჯელს დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილი ძარცვისთვის იხდიდა, საბოლოოდ ირაკლიოში იპოვეს. ის ციხიდან თავისი მძიმედ ავადმყოფი დედის მოსანახულებლად გაიქცა და დაკავებისას სწორედ მასთან იმყოფებოდა.

 

onalem

ტესტ