fbpx
ეკონომიკა

რამდენი ადამიანი დააჯარიმეს ათენის ტრანსპორტში სექტემბერში?! – კონტროლის შედეგები

ბერძნული მედიის ინფორმაციით, მეტროებში ბარიერების ფუნქციონირებამ და გაძლიერებულმა კონტროლმა ქვეყნის საჯარო ტრანსპორტის შემოსავლები მიმდინარე წლის სექტემბრის თვეში, 2018 წლის ამავე თვესთან შედარებით, 3. 51%-ით გაზარდა. 

როგორც ცნობილია, ბარიერები ჩვეულ რეჟიმში ფუნქციონირებს ათენის ყველა მეტროსადგურში.

აუდიტის სამსახურმა, გარდა ამ რეფორმისა, გაზარდა კონტროლის ხარისხი და როგორც ცნობილი ხდება, სექტემბერში 255,866 შემოწმება განხორციელდა. აქედან დაჯარიმდა 6,431 პირი. ერთი კონტროლიორის მიერ საშუალოდ 138 შემოწმება ხორციელდება, თუმცა, მიზანია, რომ ეს რიცხვი 250-მდე გაიზარდოს.

ათენის საჯარო ტრანსპორტის ხელმძღვანელობა კონტროლიორების გაძლიერებულ მუშაობას უბილეთობის აღმოსაფხვრელ უმთავრეს იარაღად განიხილავს.

onalem

ტესტ