fbpx
საზოგადოება

დღეიდან – ცვლილებები ათენის ავტობუსებთან დაკავშირებით! ნახეთ, როგორ იმოძრავებს ტრანსპორტი

როგოც ცნობილი ხდება, 14 ოქტომბრიდან რამდენიმე ავტობუსს შეეცვლება და დაემატება მოძრაობის ახალი მარშრუტები. ემატება ახალი ავტობუსებით მაგალითად:

ორად გაიყოფა ავტობუსი N054-ის მარშრუტები. ერთი მათგანი ივლის მარშრუტით – პერისოს – აკადიმია – მეტამორფოსი და ასევე იქნება N054, რომელიც იმოძრავებს პერისოს – ლაბრინი – პოლიტეხნიო. აღნიშნული ცვლილება დადებით შედეგებს მოიტანს ნეა იონიას, გალაცის, ვირონას და იმიტუს მოსახლეობას.

ასევე იმოძრავებს ახალი N211 – მეტამოფროსი – აკადიმია.

N 732 იმოძრავებს აგ. ფანურიოს – აკადიმი – ზოოდოხოს პიგი და ასევე მარშრუტი აგ. ფანურიოს – ხალკოკონდილი, ასევე N214 ზოოდოხოს პიგი – აკადიმია.

N409 – 413 – პაპაღუ – სტათმოს ეთნიკის ამინას – სტათმოს კატეხაკი – აღნიშნულ რეისებზე გაუმჯობესდება რეისების შესრულების რეჟიმი, რაგდან ცნობილია, რომ პაპაღუში ტრანსპორტის მოძრაობა ჭირს.

N165 – ტერფსითეა – არგირუპოლი – სინდაღმა – ამ დრომდე აღნიშნული მარშრუტის მოძრაობა შეფერხებული იყო, ვინაიდან N164 იგივე მარშრუტით მოძრაობდა. ამიერიდან კი N165 მუშაობან განაახლებს.

N713 – ანო ლიოსია (პანორამა) – სტათმოს პროასტიაკუ – ანო ლიოსია – მომსახურება აღნიშნულ ნომერზეც გაუმჯობესდება.

N404 – სტათმოს ხალანდრიუ – სტათმოს ეთნიკის ამინას – მოძრაობა შეჩერებული იყო, მგზავრების ნაკლებობის გამო, თუმცა, ამიერიდან აღნიშნული ავტობუსი აქტიურად იმოძრავებს.

 

onalem

ტესტ