fbpx
ეკონომიკა

გეგმა ეკონომიკის მხარდაჭერისთვის – 800 ევროიანი დახმარება და სააღდგომო საჩუქარი 1.700.000 უმუშევარს

იმისთვის, რომ საბერძნეთის ეკონომიკა მიწასთან არ გასწორდეს და კორონავრუსთან დაკავშირებული აკრძალვების გამო უმუშევარი მოსახლეობა საარსებო მინიმუმის გარეშე არ დარჩეს, საბერძნეთის პრემიერმა, კირიაკოს მიცოტაკიმ, მინისტრთა კაბინეტთან ერთად ყოვლისმომცველი გეგმა შეიმუშავა.

კერძოდ, პირველი და მნიშვნელოვანი საკითხია ის, რომ საბერძნეთში უმუშევრად დარჩენილი დაახლოებით 1.700.000 ადამიანი მიიღებს დახმარებას 800 ევროს სახით. აქედან 81%-ს წარმოადგენს კერძო სექტორში დასაქმებული ხალხი. ანუ იმ ბიზნეს დაწესებულებების თანამშრომლები, რომლებიც დაიკეტა სახელმწიფოს მითითებით. აქ შედის დაახლოებთ 800.000 ბიზნესი.

ასევე, ხალხი მიიღებს სააღდგომო საჩუქარსაც მთლიანად და არანაირი დანაკლისი არ იარსებებს. ეს თანხა გაცემული იქნება 30 ივნისამდე.

როგორც მინისტრები აცხადებენ, ეს არის ორმაგი ბრძოლა, ერთი ჯანმრთელობისთვის, ხოლო მეორე ეკონომიკისთვის.

სახელმწიფო დაეხმარება შტატგარეშე თანამშრომლებს, თვითდასაქმებულებს, მცირე ბიზნესის მფლობელებს.

“მოკლე დროში ეკონომიკა საგრძნობლად დაზიანდება, მაგრამ ეს დროებითია, რადგან ამის მიზეზები ეკონომიკური არ არის,” აცხადებს ეკონომიკის მინისტრი, ხრისტოს სტაიკურასი.

მინისტრი გულისხმობს, რომ ეკონომიკის ზარალი გამოწვეულია მუშაობის შეჩერებით და საფუძვლები არ უკავშირდება ეკონომიკურ მიზეზებს, ამის გამო, პანდემიის კრიზისის გადავლის შემდეგ, მალევე იქნება შესაძლებელი ქვეყანა ჩვეულ რიტმს დაუბრუნდეს.

შეგახსენებთ, რომ ყველა აღნიშნული დახმარების მიღება შეუძლიათ ქართველ ემიგრანტებსაც, რომლებიც ცხოვრობენ საბერძნეთში ლეგალურად და ოფიციალურად არიან გაფორმებული სამსახურებში.

onalem

ტესტ