fbpx
საზოგადოება

ბერძნებმა ათენის დატოვება დაიწყეს – დღეს კუნძულებისკენ 53 გემი გადის

შაბათ-კვირას 40 გრადუსი გამოცხადდა და ბერძნები სიცხეს უკვე გაურბიან. დაიწყო წლის საუკეთესო სეზონი, როდესაც საზაფხულო შვებულება კუნძულებზე უნდა გაატარონ. სწორედ ამის გამო, პორტები გადაჭედილია და სანაპიროს დაცვა განსაკუთრებულ რეჟიმში მუშაობს.

გავრცელებული ინფორმაციით, დღეს პირეოსიდან 30 გემი გადის, რაფინადან 16, ხოლო 7 ლავრიოდან.

გუშინ პირეოსიდან კუნძულების მიმართულებით ხალხი 25-მა გემმა გადაიყვანა, ეგეოსის კუნძულებზე სულ 23,070 ადამიანი წავიდა.

რაფინადან 12-მა გემმა 6,432 ადამიანი წაიყვანა, ხოლო ლავრიოდან დიდი ქალაქები 1.176 ადამიანმა დატვოა.

onalem

ტესტ