fbpx
კრიმინალი

ათენი: პოლიციელები თვალებს არ უჯერებდნენ, როცა სარდაფში ჩავიდნენ

ასეთი შემთხვევა, როგორც საბერძნეთის პოლიციის ოფიცრები ამბობენ, დიდი ხანია არ ჰქონიათ. ისინი ათენში, კერძოდ პერისტერიში მდებარე უზარმაზარ სარდაფში ჩავიდნენ და თვალებს არ უჯერებდნენ.

მათ მარიხუანის 916 ნერგი აღმოაჩინეს… უკვე გაზრდილი და საკმაოდ დიდ ფართობზე გაშენებული, ფაქტობრივად, პლანტაცია.

დაზვერვის შემდეგ დააკავეს ოთხი უცხო ქვეყნის მოქალაქე, მათგან ყველა ალბანელია.

გარდა მარიხუანისა, ასევე იპოვეს სხვადასხვა ნერგები და აპარატურა.

არსებული ინფორმაციით, ალბანელებს ამ რაოდენობის მარიხუანით 50.000 ევროს გამომუშავება შეეძლოთ.

onalem

ტესტ