fbpx
კრიმინალი

ათენის საერთაშორისო აეროპორტში 11 უსაბუთო ემიგრანტი დააკავეს

გავრცელებული ინფორმაციით, ათენის საერთაშორისო აეროპორტში 11 ემიგრანტი დააკავეს. როგორც ირკვევა ისინი საბერძენთის დატოვებას ყალბი პასპორტებით ცდილობდნენ და თავს ხელბურთის გუნდად ასაღებდნენ.

11 არალეგალი ათენის აეროპორტში ავსტრიაში გასამგზავრებლად მივიდა, მათ ბულგარული პასპორტები ჰქონდათ, რა თქმა უნდა, თითოეული მათგანი ყალბი იყო. მამაკაცები ერთნაირ ფორმაში იყვნენ გამოწყობილი და პოლიციის მოტყუებას ამ გზით ცდილობდნენ, ვითომ ავსტრიაში მატჩის გასამართად მიდიოდნენ.

სამართალდამცველების მიერ ადგილზე ჩატარებული გამოძიების შედეგად დადგინდა, რომ ისინი სირიელები იყვნენ და საბერძნეთის დატოვებას ყალბი საბუთებით ცდილობდნენ.

თითოეული მათგანი დააკავეს და ათენის პროკურატურაში გადაიყვანეს.

onalem

ტესტ