fbpx
კრიმინალი

35 წლის ბერძენმა ქალმა პატიმარმა საკანში თავი მოიკლა – ის მამის მკვლელობისთვის იყო დაკავებული

დანაშაული 2019 წლის 21 ივნისს მოხდა. აგია პარასკევის ტერიტორიაზე 35 წლის ქალმა საკუთარი მამა მოკლა, რის შემდეგაც პოლიციამ ის დააკავა და კორიდალოს ციხეში, ქალთა განყოფილებაში გადაიყვანეს.

გავრცელებული ინფორმაციით, დღეს დილით 35 წლის ბერძენი საკუთარ საკანში გარდაცვლილი იპოვეს. ცნობილია, რომ მას ჯანმრთელობის სერიოზული პრობლემები ჰქონდა და მამამისზე თავდასხმა წარსულშიც სცადა, თუმცა, მაშინ მოხუცი გადარჩა. 21 ივნისს კი მამაკაცი სიცოცხლეს გამოასალმა.

დღეს დილით მან საკანში თავი ჩამოიხრჩო, პოლიციამ თავდაპირველად გამორიცხა ყველანაირი კრიმინალური აქტი, რადგან სახეზეა თვითმკვლელობის ნიშნები. თუმცა, ვინაიდან დილით საკნები გახსნილი იყო, სამართალდამცავები სხვა ვერსიებზეც მუშაობენ.

onalem

ტესტ