fbpx
საზოგადოება

კრეტაზე გაუჩინარებული ქალის კოლეგები 50.000 ევროს ჰპირდებიან მათ, ვინც მასზე რაიმე ინფორმაციას მიაწვდის

60 წლის ამერიკელი ბიოლოგი, სუზან ეატონი კრეტაზე, ხანიაში იმყოფებოდა და მისი კვალი სამშაბათს დილიდან გაქრა, როდესაც ის კოლიმვარის ტერიტორიაზე სალაშქროდ იმყოფებოდა. მას შემდეგ მეგობრები, ოჯახი და კოლეგები სუზანს უშედეგოდ ეძებენ.

ემანუელა ფილიპიდი, რომელიც გაუჩინარებული ქალის კოლეგაა, მოსახლეობისგან დახმარებას ითხოვს და ფულადი ჯილდოს შესახებ იუწყება, რომელიც მას გადაეცემა, ვინც სუზანის შესახებ რაიმე ინფორმაციას მაინც მიაწვდის. ბიოლოგი ხანიაში სამეცნიერო კონფერენციის ფარგლებში იმყოფებოდა.

ქალაქში დღესაც ყველანაირი ძალებით მიმდინარეობს მისი ძებნა, მაგრამ უშედეგოდ. საქმეში ჩართულია როგორც სახმელეთო ასევე საზღვაო დაზვერვის სამსახური.

გაუჩინარებული ბიოლოგის ოჯახი და კოლეგები 50.000 ევროს გადასცემენ მათ, ვინც სუზანის პოვნაში დაეხმარებათ.

onalem

ტესტ