fbpx
კრიმინალი

38 წლის ბერძენი თაღლითობის მსხვერპლი – მას 8, 000 ევრო ანგარიშზე მოტყუებით გადაარიცხინეს

38 წლის მამაკაცმა პატრასიდან 8, 000 ევრო იზარალა. ის თაღლითებმა დაარწმუნეს, რომ აღნიშნული რაოდენობის თანხა გარკვეულ ანგარიშებზე უნდა გადაერიცხა და მან “რჩევა” გაითვალისწინა.

როგორც ცნობილია, ბერძენ მამაკაცს საგადასახადო სამსახურის ვალები ჰქონდა, სწორედ ამ საკითხთან დაკავშირებით ესაუბრა მას ორი თაღლითი და დაარწმუნა, რომ თუკი თანხას გადარიცხავდა, მისი ვალი განულდებოდა.

შემდეგ მან გაარკვია, რომ გადარიცხვების მიუხედავად, ვალი ისევ ჰქონდა. პოლიციამ საქმე აღძრა, მაგრამ დამნაშავეთა რეალური ვინაობა უცნობია.

ინციდენტი 2018 წლის 25 მაისიდან 1 ივნისის პერიოდში ხდებოდა, სწორედ ეს დროდ დასჭირდა ორ კრიმინალს 8, 000 ევროს, მარტივი ხერხით მოსაპოვებლად.

onalem

ტესტ