fbpx
საბერძნეთი

საბერძნეთი: ემიგრანტი ქალები ნარკოტიკებით ვაჭრობის ბრალდებით დააკავეს – მათ 7 კგ ნარკოტიკი აღმოუჩინეს

გავრცელებული ინფორმაციით, საბერძნეთის პოლიციამ გუშინ ორი ემიგრანტი დააკავა, 21 და 27 წლის. ორივე მათგანს ნარკოტიკებით ვაჭრობა ედება ბრალად.

მათი დაკავება მოხდა ათენსა და კატერინში, ამოღებულია ჯამში 7 კგ ნარკოტიკული საშუალება, რომელიც განკუთვნილი იყო თესალონიკსა და პიერიაში გასაყიდად. ოპერაცია ნარკოტიკებთან დაკავშირებული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის დეპარტამენტმა ჩაატარა და ძებნა მიმდინარეობდა ატიკაში, თესალონიკსა და პიერიაში.

13 ივნისს ათენსა და კატერინში მოხდა 27 და 21 წლის ქალების შემოწმება, რომლებიც წარმოშობით ალბანეთიდან არიან და საბერძნეთში ემიგრაციაში ცხოვრობენ, ჩხრეკის შედეგად მათ სახლებში გასაყიდად მომზადებული პაკეტები აღმოაჩინეს, ასევე, იპოვეს სასწორები და შესაფუთი მასალები.

პოლიციამ, ამ ყველაფრის გარდა, ამოიღო ნაღდი ფულიც, 730 ევროს ოდენობით.

onalem

ტესტ