fbpx
საბერძნეთისაზოგადოება

ბერძენი ქალი განქორწინებას ითხოვს, რადგან მეუღლე 17 წლის მანძილზე მის სექსუალურ მოთხოვნილებებს არ აკმაყოფილებდა

მედია მეტად უცნაური ამბის შესახებ იუწყება, რომელიც საბერძნეთში ხდება. 39 წლის ქალი 50 წლის მეუღლისგან განქორწინებას ითხოვს, რადგან აცხადებს, რომ 17 წლის მანძილზე მამაკაცი მის სექსუალურ მოთხოვნილებებს სათანადოდ არ აკმაყოფილებდა და ორგაზმს არ განიცდიდა. განქორწინების სარჩელში აღნიშნულია, რომ მას მძიმე შოკი აქვს მიღებული 17 წლის მანძილზე ცოლ-ქმრული მოვალეობის შეუსრულებლობის გამო.

გარდა ამ ყველაფრისა, ქალი ითხოვს ალიმენტს და მათ საერთო შვილზე ექსკლუზიურ მეურვეობას. მისი თქმით, ქორწინების მანძილზე ორგაზმი არასოდეს განუცდია და მუდმივ დაძაბულობაში იყო. აღნიშნული საქმის განხილვა სასამართლოში დაგეგმილია 2024 წლის თებერვალში.

50 წლის მამაკაცის ადვოკატი ტელეკომპანია ΑΝΤ-ის დილის გადაცემაში აცხადებს, რომ სარჩელი ძალიან სპეფიციკური სიტყვებით არის დაწერილი და ვარაუდობს, რომ ქალი ამ სიტუაციას სწორედ სარჩელის “გასაძლიერებლად” იყენებს, რეალობას კი, რამდენად შეესაბამება, ეს ცალკე საკითხია. ადვოკატი ხაზგასმით სვამს კითხვას, როგორ შეიძლება სასამართლო დარბაზში დადასტურდეს ის ყველაფერი, რასაც ქალი აღწერს და მისი თქმით, არ ხდებოდა 17 წლის მანძილზე.

“მისი არგუმენტები სიცრუე და სასაცილოა. იმედი მაქვს, რომ ლოგიკა და მორალი გაიმარჯვებს. გამახსენდა ერთად ცხოვრების პერიოდი და ორივეს გამო ვწუხვარ,” აბობს თავად მეუღლე.

onalem

ტესტ