fbpx
საბერძნეთი

საბერძეთის მოქალაქეობა ჩამოართვეს მამაკაცს, რომელსაც ის უკანონოდ ჰქონდა მიღებული და სავარაუდოდ, რუსეთის აგენტია

რუსეთის ჯაშუშ მარია ცალას შემდეგ, საბერძნეთის მოქალაქეობა ჩამოართვეს კიდევ ერთ მამაკაცს, ასევე რუსული წარმოშობის, რომელიც სავარაუდოდ, ცალას მსგავსი საქმიანობით არის დაკავებული.

კერძოდ, საბერძნეთის შინაგან საქმეთა სამინისტრომ მოქალაქეობა გაუუქმა 39 წლის რუსს, რომელსაც როგორც აღმოჩნდა, ბერძნული პასპორტი ყალბი დოკუმენტების წარდგენის საფუძველზე ჰქონდა აღებული. ჩხრეკა ჩატარდა მამაკაცის სახლში, ავსტრიაში, სადაც აღმოაჩინეს სათვალთვალო მოწყობილობები, ავსტრიის ანტიტერორისტულმა სამსახურმა კი, განაცხადა, რომ საქმე გვაქვს რუსეთის მორიგ ჯაშუშთან.

გაირკვა, რომ 39 წლის “ალექსანდრე” ბერძნული პოლიციისთვის აქამდეც ცნობილი იყო, რადგან 2021 წელს გლიფადის განყოფილებაში მივიდა თავისი შვილის პასპორტის განახლებისთვის, სწორედ მაშინ გაირკვა, რომ ავსტრიის ხელისუფლება მის მიმართ აწარმოებდა დისკრეციული თვალთვალის ღონისძიებას.

ბერძნული მხარის განცხადებით, რუსი მამაკაცი აპირებს, რომ მისი მოქალაქეობის გაუქმების შესახებ მიღებული გადაწყვეტილება გაასაჩივროს.

onalem

ტესტ