fbpx
საბერძნეთი

თესალონიკი: 9 სართულიანი შენობა, რომელიც ფერს იცვლის, ამინდის შესაბამისად

თავისი თანამედროვე არქიტექტურული დიზაინის წყალობით ეს შენობა ყველა გამვლელის ყურადღებას იპრობს. საუბარია 9 სართულიან შენობაზე, რომელიც სრულიად ენერგოეფექტურია და თესალონიკის გულში, კერძოდ, ზერვას ქუჩაზე გაჩნდა. იქ სულ მალე ΕΥΑΘ Παγίων-ის ოფისები განთავსდება.

შენობის თავისებურება იმაში მდგომარეობს, რომ მისი ფასადი ტალღებს წააგავს, ალუმინის ჩრდილები კი, იცვლის ფერს იმის მიხედვით, თუ რა ამინდია. როგორც მკვლევარები აცხადებენ, მას მწვანე-ლურჯი ფერი აქვს, როცა მზის სხივები ეცემა, ხოლო მოყავისფრო ხდება, როდესაც თესალონიკის ცას ღრუბელი ფარავს.

დაგეგმილია, რომ სახურავის თავისუფალ ადგილას დამონტაჟდეს ფოტოელექტრული პანელები, რომლებიც შენობას ენერგიით უზრუნველყოფენ, ასევე ფერადი განათების დამონტაჟება, რომ ამ კონსტრუქციას შეეძლოს ფერის გარდაქმნა, სხვადასხვა დღესასწაულების შესაბამისად.

მოსალოდნელია, რომ ეს შენობა თესალონიკის ერთ-ერთ ღირშესანიშაობადაც იქცეს.

 

onalem

ტესტ