fbpx
საბერძნეთი

ძალადობა პოლიციელთა მხრიდან ემიგრანტებზე – სკანდალური კადრები საბერძნეთის აეროპორტიდან

ზაკინთოს აეროპორტიდან სკანდალური კადრები ვრცელდება, რომლებიც, როგორც თავად ბერძნული მედია წერს, ქვეყნის მომავალს კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებს.

საუბარია კუბელ ემიგრანტებზე, რომლებიც საკუთარი ქვეყნის გაუსაძლის პირობებს გამოექცნენ და ზაკინთოს გავლით იტალიაში გამგზავრებას ცდილობდნენ. აეროპორტში მობილიზებულია პოლიცია, რომელიც ემიგრანტებს მოუწოდებს იქაურობა დატოვონ და გადაინაცვლონ ავტობუსებში, რომ მასპინძელ სტრუქტურებში გადაიყვანონ, თუმცა, კუბელები მკაცრ უარზე არიან.

როგორც კადრებიდან ჩანს, სწორედ ამ ყველაფრის შემდეგ იწყება დაპირისპირება და ოფიცრების ქმედებები მათ მიმართ აშკარად ძალადობრივია.

კუბელებს გაგონილი ჰქონდათ, რომ ზაკინთოს აეროპორტში მკაცრი კონტროლი არ ხორციელდება და მათმა ბევრმა თანამემამულემ ამ გზით შეძლო იტალიაში გადასვლა, ვიზის და სხვა საჭირო დოკუმენტების გარეშე. მათაც ამ ხერხს მიმართეს, რომ იტალიამდე ჩაეღწიათ და შემდეგ იქ თავშესაფარი მოეთხოვათ.

ზაკინთოს აეროპორტში 91 ემიგრანტი დააკავეს.

onalem

ტესტ