fbpx
საბერძნეთი

საბერძნეთს ფენომენი “ნეარხო” უახლოვდება – რომელ რეგიონებში უნდა გამოიჩინოს მოსახლეობამ სიფრთხილე?!

მეტეოროლოგ კლეარხოს მარუსაკის ინფორმაციით, კლიმატური ფენომენი “ნეარხო” საბერძნეთს უახლოვდება და ამჟამად კუნძულ სიცილიის სამხრეთ-აღმოსავლეთ არის გააქტიურდებული. კვირასა და ორშაბათს საბერძნეთის რამდენიმე რეგიონში მოსახლეობამ განსაკუთრებული სიფრთხილე უნდა გამოიჩინოს.

კერძოდ, საუბარია კრეტზე, დოდეკანესის კუნძულებსა და ეგეოსის აღმოსავლეთ ნაწილზე, სადაც ყველაზე დიდი საფრთხეები არსებობს, ნალექის მოსვლისა და ქარის გაძლიერების თვალსაზრისით.

“კვირასა და ორშაბათს ეს ფენომენი საკუთარ თავს გამოავლენს და აუცილებლად უნდა მიექცეს ყურადღება კონკრეტულ რეგიონებს. ნუ დაგვავიწყდება ისიც, რომ კრეტა ბოლო დროს მიწისძვრებით ბევრჯერ გამოიცადა და აქ მოსახლეობა უკვე დიდ სტრესშია.

შაბათს კარგი ამინდი იქნება, შესაძლოა მცირე ნალექი მოვიდეს თესალიაში, ევიასა და სპორადესის კუნძულებზე,” ამბობს მარუსაკი.

ნახეთ ხმელთაშუაზღვიური ციკლონის მდებარეობა და მოძრაობა:

onalem

ტესტ