fbpx
საბერძნეთი

გიორგოს ტრაგას კიდევ 2,7 მილიონი ევრო აღმოუჩინეს, რომელიც არსად ჰქონდა დაფიქსირებული

ცნობილი ჟურნალისტის, გიორგოს ტრაგას გარდაცვალების შემდეგ მისი ქონების შესახებ გამოძიება არ წყდება, ქონებას კი, რომელიც მის სახელზე ფიქსირდება, დასასრული არ აქვს. ცხადია, აქ მოიაზრება უძრავ-მოძრავი ქონება და უზარმაზარი რაოდენობის თანხები, იქნება ეს ოფიციალურად დაფიქსირებული, თუ ე.წ. “შავი ფული”.

როგორც ირკვევა, ტრაგას შავი ფული უფრო მეტი ჰქონდა, ვინაიდან მორიგი შემოწმების შედეგად მას კიდევ 2,7 მილიონი ევრო აღმოუჩინეს, რომელიც არსად ჰქონდა დაფიქსირებული. ეს ეხება 2016-2017 წლებს.

გიორგოს ტრაგას გარდაცვალების შემდეგ აღმოჩნდა, რომ მას სახლები ჰქონდა მთელი ევროპისა და ამერიკის მასშტაბით, მათ შორის პარიზში, მონაკოში, ვაშინგტონში, მანჰეტენსა და ლას ვეგასში. საუბარი აღარ არის მანქანებზე, რომელთა რაოდენობაც 17-ს სცდება.

აღსანიშნავია, რომ მის ვაჟს, იანის ტრაგას, სარჩელი აქვს შეტანილი ტრაგას მეუღლის, მარია კარასა და მისი ანდერძის ორი შემსრულებლის (ადვოკატისა და ნოტარიუსის) წინააღმდეგ და მოითხოვა, რომ კარგად შემოწმდეს მათი საქმიანობა, პარალელურად, მათ ფულის გათეთრებასა და ღალატში ადანაშაულებს

onalem

ტესტ