fbpx
მსოფლიო

“სტამბოლში მინიმუმ 7 ბალიან მიწისძვრას ველოდებით და ეს ჩვენც პრობლემებს მოგვიტანს” – ეფთიმიოს ლეკას

ბუნებრივი კატასტროფების მართვის პროფესორი, ეფთიმიოს ლეკასი მედიასთან აცხადებს, რომ სტამბოლში ძლიერი მიწისძვრაა მოსალოდნელი და ეს უკვე ყველასთვის ცნობილია. მეორეს მხრივ, გამოთქვამს შეშფოთებას, რომ აღნიშნული მიწისძვრა პრობლემის გამომწვევი იქნება ბერძნებისთვისაც.

“ყველაზე მეტად ის გვაწუხებს, რომ სტამბოლში მოსალოდნელია ძლიერი მიწისძვრა და უკვე ყველამ ვიცით. ეს ფაქტი დადასტურებულია იმ გრძელვადიანი კვლევებით, რომლებიც მიმართული იყო სწორედ ამ სეისმური ფილის მოქმედების შესწავლისკენ და წესითა და რიგით 2022 წელს უნდა მომხდარიყო მინიმუმ 7 ბალიანი მიწისძვრა, მაგრამ არ მოხდა, შესაბამისად, რაც უფრო მეტი დრო გადის, მით უფრო მეტია შანსი, რომ ეს მიწისძვრა 7 ბალზე უფრო ძლიერი იქნება. 

მ ყველაფრის ფონზე აღვნიშნავთ, რომ ასეთი მიწისძვრა აუცილებლად მოუტანს სერიოზულ ზარალს აგია სოფიას, რადგან ის დაახლოებით 1,500 წლის არის და ის პრობლემები, რომლებიც ახლა აქვს, დროთა მანძილზე ამინდის პირობების გამო გაჩნდა. ამას ისიც ერთვის, რომ მას შემდეგ, რაც მეჩეთად გამოცხადდა, მას უამრავი ადამიანი სტუმრობს ყოველდღიურად. ამ წუთას ის განსაკუთრებით დაუცველ მდგომარეობაშია,” აცხადებს პროფესორი.

onalem

ტესტ