fbpx
საბერძნეთი

დღეს საღამოდან ამინდი იცვლება – წვიმა და სეტყვა საბერძნეთის რეგიონებში

ეროვნული მეტეოროლოგიური სამსახურის ინფორმაციით, დღეს საღამოდან საბერძნეთის რეგიონებში ამინდი იცვლება. ვრცელდება საგანგებო პროგნოზი, რომლის მიხედვითაც, მოსალოდნელია წვიმა და სეტყვა კონკრეტულ რეგიონებში.

უფრო კონკრეტულად, დღეს საღამოდან ამინდი იცვლება აღმოსავლეთ და სამხრეთ საბერძნეთში და ორშაბათის ჩათვლით მოსალოდნელია ძლიერი წვიმა და შტორმი, რომელსაც თან ახლდება ელჭექი და სეტყვა.

დღეს და ხვალ იწვიმებს:

აღმოსავლეთ მაკედონიაში, თრაკიში, ეგეოსის ზღვის კუნძულებზე. ხვალიდან უფრო ინტენსიური გახდება აღმოსავლეთ სტერეაში, ევიაზე, აღმოსავლეთ და სამხრეთ პელოპონისოში, ზოგადად, აღმოსავლეთით, კუნძულოვან ტერიტორიებზე.

ათენში მოსალოდნელია ცვალებადი მოღრუბლულობა როგორც დღეს, ისევე როგორც ხვალ, ჰაერი დღეს 20 გრადუსამდე, ხოლო ხვალ 15 გრადუსამდე გათბება.

onalem

ტესტ