fbpx
მსოფლიო

პირველი პრეცენდენტი ევროპაში: სრული კარანტინი და საყოველთაო ვალდებულება ვაქცინაციაზე – ნახეთ, სად

ევროპაში ბომბივით გასკდა ამბავი, რომ ავსტრია კვლავ კარანტინს აწესებს ორშაბათიდან, ხოლო ვაქცინაცია საყოველთაო ვალდებულება ხდება.

ეს ქვეყანა ხდება პირველი ევროპაში, რომელშიც არავაქცინირებულები 22 ნოემბრიდან კვლავ კარანტინში “შედიან” და აღნიშნული მდგომარეობა თავდაპირველად 10 დღე გასტანს, შემდეგ კი, როგორც კანცლერი აცხადებს, შესაძლოა კიდევ 10 დღით გაგრძელდეს.

ავსტრიის მოსახლეობის 66% სრულად ვაქცინირებულია, რაც ერთ-ერთი ყველაზე დაბალი მაჩვენებელია ევროკავშირში, აქედან გამომდინარე, მთავრობამ გადაწყვიტა, რომ 1 თებერვლიდან ვაქცინაცია საყოველთაოდ სავალდებულო ხდება.

“ჩვენ არ გვინდა მე-5-, მე-6 და მე-7 ტალღა. არ გვინდა, რომ ამ საკითხზე მომდევნო ზაფხულს კიდევ ვსაუბრობდეთ,” განაცხადა კანცლერმა.

როგორც კირიაკოს მიცოტაკიმ ბრიტანეთში ვიზიტისას აღნიშნა, საბერძნეთი არ აპირებს ავსტრიის მაგალითის გამეორებას და მთავრობა პანდემიასთან ბრძოლას სხვა ხერხებით აგრძელებს.

 

onalem

ტესტ