fbpx
საბერძნეთი

მაღაზიების ახალი სამუშაო გრაფიკი და ცვალებადი საათები სამსახურებში ორშაბათიდან!

საბერძნეთის მთავრობის გადაწყვეტილებით, ორშაბათიდან, 22 ნოემბრიდან, ხალხით გადატვირთულობის თავიდან ასარიდებლად იცვლება სამუშაო გრაფიკი, როგორც მაღაზიებში, ასევე სხვადასხვა სტრუქტურებში.

განსაკუთრებული ყურადღება ექცევა საჯარო ტრანსპორტს, სადაც დიდი რაოდენობის ხალხი იყრის თავს პიკის საათებში და სწორედ აღნიშნული პრობლემის მოგვარებას ისახავს მიზნად, საათების ცვლილება.

კერძოდ, ორშაბათიდან კომერციული მაღაზიები იმუშავებენ 10:00 საათიდან 21:00 საათამდე, გამონაკლისია სუპერმარკეტები და ზოგადად, სასურსათო მაღაზიები, ასევე, აფთიაქები. საუბარია დიდ ურბანულ ცენტრებზე: ათენი, თესალონიკი, პატრა, ლარისა.

ხოლო სხვადასხვა სექტორში დასაქმებულთა გრაფიკი (მუშაობის დაწყების დრო) იმერყევებს 07:00 საათიდან 09:30 საათამდე, რათა ისინი ნაწილ-ნაწილ მივიდნენ სამსახურებში და დიდი ალბათობით, მოიკლებს საჯარო ტრანსპორტში გადატვირთულობაც.

საბერძნეთში კორონავირუსის გავრცელების მე-4 ტალღა განსაკუთრებით ძლიერია, ყოველდღე ვითვლით 7.000-8.000-მდე ინფიცირებულს, რაც ზოგადად, ორწლიანი პანდემიის ისტორიაში ქვეყნისთვის უპრეცენდენტო რიცხვებია.

onalem

ტესტ