fbpx
საბერძნეთი

8.000 პოლიციელი ქუჩებში – როგორ ივაჭრებენ დღეიდან ისინი, ვინც არც აცრილია და არც ტესტის გაკეთება სურს?!

დღეიდან საბერძნეთში მოსახლეობის აუცრელი ნაწილისთვის ყოველდღიურობა საკმაოდ რთულდება. მოქმედებაშია ფასდაკლებებიც და ყველას აინტერესებს, როგორ შეიძლება, რომ ივაჭროს ადამიანმა, რომელიც არც აცრილია და არც სწრაფი ტესტის გაკეთება სურს, მაღაზიაში შესასვლელად.

როგორც ადონის გეორგიადიმ განაცხადა, ამ მდგომარეობაში მყოფი ადამიანებისთვის გამოსავალი არსებობს. დღეიდან ასევე ძალაში შედის Click Aways-ს მეთოდი, რომლით სარგებლობაც მათ შეუძლიათ ისე, როგორც ეს კარანტინის დროს იყო. ანუ ისინი ფაქტობრივად კვლავ კარანტინში ექცევიან.

თუ აცრილი არ ხართ და არც ტესტის გაკეთება გსურთ, შეგიძლიათ დაუკავშირდეთ სასურველ მაღაზიას და შეუკვეთოთ პროდუქტი, რომელსაც შემდეგ მაღაზიის შესასვლელიდან წაიღებთ ისე, რომ შიდა ტერიტორიაზე არ შეხვალთ. მეორე საშუალება არის რა თქმა უნდა, ონლაინ-ვაჭრობა, ვებ-გვერდის საშუალებით, თუმცა, ეს სერვისი ყველა მაღაზიას არ აქვს.

სწრაფი ტესტის ჩატარების სტანდარტული ფასი 10 ევროა, რომელსაც მისი გაკეთების მსურველი თავად იხდის.

 

onalem

ტესტ