fbpx
კრიმინალისაზოგადოება

“ქალს ყოფილი ქმრის საუკეთესო მეგობართან რომანი ჰქონდა, ალბათ, ამის გამო დაკარგა თავზე კონტროლი” – კრეტაზე მომხდარი დანაშაულის დეტალები

იერაპეტრას საზოგადოება შეძრულია სასტიკი დანაშაულით, რომელსაც 48 წლის ქალი, ნექტარია შეეწირა. ის ყოფილმა მეუღლემ დანის გამოყენებით მოკლა, მანამდე კი, ქალს ბევრჯერ დამუქრებია, რის გამოც პოლიციაშიც ჰქონდა საჩივარი შეტანილი.

ცოლ-ქმარი რამდენიმე ხნის წინ განქორწინდა, თუმცა, როგორც მკვლელის ბიძაშვილი ამბობს, გუშინ მამაკაცმა შეიტყო, რომ ნექტარიას მის საუკეთესო მეგობართან ჰქონდა რომანი, რამაც, სავარაუდოდ, საკუთარ თავზე კონტროლი დააკარგვინა და ყოფილ მეუღლეს დანით 8 ჭრილობა მიაყენა.

როგორც უკვე ცნობილია, დანაშაულის ჩადენის შემდეგ 54 წლის მამაკაცი თვითმკვლელობითაც იმუქრებოდა და კლდეზე იდგა, მაგრამ პოლიციის ოფიცრებმა მას აზრი შეაცვლევინეს და რამდენიმე საათიანი მოლაპარაკების შემდეგ უსაფრთხო ადგილას გადაიყვანეს.

მათ ოთხი შვილი ჰყავთ და როგორც ამბობენ, მამაკაცს მათთან არაჩვეულებრივი ურთიერთობა აქვს, განსაკუთრებით უფროს ვაჟთან, რომელიც პოლიციამ კლდესთან მიიყვანა, რომ დაბლა ჩამოსვლაში დაერწმუნებუნათ, რაც ერთობლივად მოახერხეს კიდეც.

onalem

ტესტ