fbpx
საბერძნეთი

მსოფლიო მოსახლეობა იზრდება, ევროპის, მათ შორის, საბერძნეთის მოსახლეობა კი, შემცირდება

დედამიწის მოსახლეობა სულ უფრო და უფრო იზრდება და გააგრძელებს ზრდას მომდევნო წლებშიც, გამომდინარე აქედან, 21-ე საუკუნის ბოლოსთვის მოსალოდნელია, რომ 10 მილიარდს მიაღწიოს. ეს არის გაეროს პროგნოზების შუალედური სცენარი. თუმცა, ამავე სცენარის მიხედვით, ევროპის მოსახლეობა სულ უფრო და უფრო დაიკლებს მომდევნო წლებში. 1950 წელს ევროპის მოსახლეობა მსოფლიო მოსახლეობის 22%-ს შეადგენდა, დღეს კი 9,5%-ს შეადგენს, ეს მაჩვენებელი 2025 წლისთვის დაახლოებით 7,3%-მდე შემცირდება.

რაც შეეხება საბერძნეთს, მოსალოდნელია, რომ 2050 წლისთვის მოსახლეობა 1,3 მილიონით შემცირდეს, ანუ 12%-ით. პარალელურად, დემოგრაფები აღნიშნავენ, რომ ერთადერთი ასაკობრივი ჯგუფი, რომელიც გაიზრდება, არის 65 წელს ზემოთ ასაკის ადამიანები. დღეს ამ ასაკის ადამიანები 2,4 მილიონს შეადგენენ, ხოლო 2050 წლისთვის დაახლოებით 3,15 მილიონი იქნებიან.

ამავე დროს, შემცირდება 0-19 წლამდე ახალგაზრდების რიცხვი, ასევე შრომისუნარიან ადამიანთა რიცხვი. დაბერების გამო, მიუხედავად იმისა, რომ სიცოცხლის ხანგრძლივობა გაიზრდება, სიკვდილიანობის შემცირება მოსალოდნელი არ არის.

onalem

ტესტ