fbpx
საბერძნეთი

როგორ იმუშავებს მეტრო ხვალ, 5 დეკემბერს, ათენში?!

როგორც უკვე ცნობილია, დღეს რომის პაპის ათენში ვიზიტის გამო შუადღის შემდეგ დაკეტილი იყო სამი მეტროსადგური.

საბერძნეთის პოლიციის ბრძანების საფუძველზე ხვალ, 5 დეკემბერს, დაკეტილი იქნება მეტროსადგური “მეღარო მუსიკის” და საჭიროა იცოდეთ, რომ აღნიშნულ სადგურში მატარებელი გაჩერების გარეშე ჩაივლის.

სადგური დილის 12:00 საათზე დაიკეტება და ახალი ბრძანების გაცემამდე ასე დარჩება.

ამჟამინდელი ცნობებით, ყველა სხვა მეტროსადგური იმუშავებს ჩვეულ რეჟიმში.

onalem

ტესტ