fbpx
საბერძნეთი

ტრაგედია საბერძნეთში: კორონავირუსით ინფიცირებულ 14 წლის გოგონას იშემიური შეტევა განუვითარდა

სამწუხარო ამბის შესახებ ბერძნული მედია იუწყება. ლამიაში 14 წლის გოგონა გარდაიცვალა, რომელიც საავადმყოფოში დილის 09:30 საათზე შეიყვანეს და მას შემდეგ, რაც გამოკვლევა ჩაუტარდა, დადგინდა, რომ იშემიური შეტევა ჰქონდა და სასწრაფოდ უნდა გადაეყვანათ ათენის ბავშვთა საავადმყოფოში.

სამწუხაროდ, 14 წლის გოგონას გადმოყვანა ერ მოესწრო და ის ლამიის საავადმყოფოშვე გარდაიცვალა.

არსებული ცნობებით, მოზარდს 29 ნოემბერს კორონავირუსი დაუდგინდა, თუმცა, მარტივად გადაჰქონდა, როგორც მისი ასაკის სხვა ბავშვებს, თუმცა, სრულიად მოულოდნელად იშემიური შეტევა განუვითარდა.

ექიმები აცხადებენ, რომ არ არის გამორიცხული, ბავშვის შეტევა დაკავშირებული იყოს კორონავირუსთან და სწორედ ეს ყოფილიყო აღნიშნული მოვლენის გამომწვევი მიზეზი.

გოგონას გარდაცვალების ზუსტ მიზეზებს ექსპერტიზა დაადგენს.

onalem

ტესტ