fbpx
საბერძნეთი

მნიშვნელოვანი ინფორმაცია ტრანსპორტთან და გადაადგილებასთან დაკავშირებით კვირას, 29 მაისს

საბერძნეთის პოლიცია ავრცელებს მნიშვნელოვან ინფორმაციას, რომელიც ეხება 29 მაისს, კვირას, ტრანსპორტის მოძრაობას და ზოგადად, გადაადგილების შესაძლებლობას.

29 მაისს დაგეგმილია “ათენის ველოტური”, რაც ნიშნავს, რომ 07:00- საათიდან 13:00 საათამდე მოძრაობა შეჩერდება შემდეგ გზებზე:

სტადიო

ვასილისის სოფიას და მის პარალელურ გზებზე

სინდაღმა

ფილელინონ

გეორგიუს გამზირი და მისი პარალელური გზები.

08:00 საათიდან 13:00 საათამდე მოძრაობა შეწყდება:

ვასილისის ამალიას გამზირი

სიგრუს გამზირი

ვასილისის ოლგას გამზირი.

აღნიშნულ საათებში გადაადგილება შეზღუდული იქნება ომონიაზეც, მის გარშემო გზებზე, ასევე აკადიმიაზე, ელ. ვენიზელოს, ვასილისის კონსტანტინოს გამზირებზე.

ფაქტობრივად ათენის ცენტრი თითქმის მთლიანად გადაკეტილი იქნება სატრანსპორტო გადაადგილებისთვის.

onalem

ტესტ